შეხვედრა საკრედიტო დაწესებულებების საქმიანობის ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით

14 ივნისი 2018

 

13 ივნისს, ადვოკატთა ასოციაციის კომერციული და კონკურენციის სამართლისა და სამოქალაო სამართლის კომიტეტების გაერთიანებული შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც განხილულ იქნა საკრედიტო დაწესებულებების საქმიანობის ახალ რეგულაციებთან დაკავშირებული საკითხები. კერძოდ, შეხვედრაში მონაწილეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: საკრედიტო ურთიერთობებში ვალდებულებათა აღების პოზიტიური და ნეგატიური ასპექტები, საქართველოს ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციები და „კომერციულ ბანკებში კრედიტების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2014 წლის 17 ივნისის №49/04 ბრძანებაში ცვლილებები.

კომიტეტების გაერთიანებული შეხვედრა გახსნა ასოციაციის თავმჯდომარემ - დავით ასათიანმა და მას სამოქალაქო კომიტეტის თავმჯდომარე - თეა ხამხაძე, კომერციული და კონკურენციის სამართლის კომიტეტის თავმჯდომარე - მარი ნიქაბაძე, ხსენებული კომიტეტის წევრები და საბანკო სექტორისა და საკრედიტო დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს ინიცირებული ცვლილებების დადებით და უარყოფით მხარეებზე და იმ შესაძლო ზეგავლენებზე, რომელიც აღნიშნულმა ცვლილებებმა შეიძლება იქონიოს როგორც საბანკო სექტორზე, ასევე მოქალაქეებსა და ქვეყნის ეკონომიკაზე. შეხვედრის დასასრულს დავით ასათიანმა მონაწილეებს გააცნო ამ მიმართულებით ადვოკატთა ასოციაციის მუშაობისა და ჩართულობის სამოქმედო გეგმა.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი